|
2020-06-04 12:23:44, 1281 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრი - მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს
მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გიორგი გახარია პრემიერის თანამდებობის დატოვებას აპირებს. მისი თქმით, გამოხმაურება, რომელიც აღნიშნულ საკითხს მოჰყვა, პრემიერის მიერ პანდემიასთან ბრძოლის ეფექტური მართვიდან იყო გამოწვეული. „მე მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს. ეს გამოხმაურება სავარაუდოდ, გამოწვეული იყო სწორედ იმ ეფექტური მართვიდან გამომდინარე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა აჩვენა პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში“, - განაცხადა ტიკარაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)