|
2020-06-04 12:06:08, 1471 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი - ჩვენ ვიქნებით სახელისუფლებო გუნდი, რომელიც გამჭვირვალედ დაამარცხებს ე.წ ფეიკ ნიუსების შემქმნელ ოპოზიციას
არავინ არსად არ მიდის, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, სახელისუფლებო გუნდის მთავარი მიზანია, რომ გამჭვირვალედ დაამარცხოს ე.წ ფეიკ ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მედიასაშუალებები. „მინდა გამოვეხმაურა ყალბ ინფორმაციებს, რომლებიც მრავლად ვრცელდება, ე.წ ფეიკ ნიუსი გახდა არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ მსოფლიოს ძველ დემოკრატიულ ქვეყნებშიც სერიოზული პრობლემა, რომელიც დემოკრატიას ემუქრება. ბოლო დღეებში ჩვენ ვისმენდით ყალბ ინფორმაციას, თითქოს წულუკიანი მიდის საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს არის ფეიკ ნიუსი, შემდეგ ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს წულუკიანი მიდის პარლამენტის თავმჯდომარედ, ეს არის ყალბი ინფორმაცია, გუშინ კი, ვიხილეთ შექმნილი ახალი ყალბი ინფორმაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით. ეს არის ყალბი ინფორმაცია, ანუ ე.წ ფეიკ ნიუსი. არავინ არსად არ მიდის. გახარია არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე არჩევნებში. ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ვართ და ეს იქნება გუნდი, რომელიც დაამარხებს არა მხოლოდ პანდემიას, მოიტანს უფრო მეტ ევროპულ ინტეგრაციას, ეს იქნება სახელისუფლებო გუნდი, რომელიც მორიგჯერ გამჭვირვალე არჩევნებით დაამარცხებს სერიოზულ პრობლემას - რომელსაც ჰქვა ფეიკ ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)