16:16 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-03 19:11:07, 3267 ნახვა

ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო ონლაინ დიალოგში „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონპროექტის შესახებ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო ონლაინ დიალოგში „საინვესტიციო ფონდების შესახებ" კანონპროექტის შესახებ.

ონლაინ დიალოგი პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ინიციატივით და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, კანონპროექტი, ერთი მხრივ, ეფუძნება საერთაშორისოდ მოქმედ ძირითად პრინციპებსა და რეგულირების მოდელებს, ხოლო, მეორე მხრივ, მასში გათვალისწინებულია საქართველოში კაპიტალის ბაზრის და ზოგადად ეკონომიკის განვითარების დონე.

„საინვესტიციო ფონდების კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან უზრუნველყოფს არა მხოლოდ ინვესტორთა დაცულობის ხარისხის გაზრდას, არამედ წარმოადგენს წინაპირობას საერთაშორისო ბაზრის მონაწილეების მხრიდან საქართველოს მიმართ მეტი ნდობისა და დაინტერესებისთვის," - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ. მისი თქმით, განვითარებული საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარება გააღრმავებს საქართველოს ფინანსურ სექტორს, გაზრდის მის ეფექტიანობას და ბიზნეს სექტორისთვის დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს გააჩენს, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ" საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბანკის, USAID-ის, ინვესტორთა საბჭოსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics