21:10 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-03 13:39:47, 2939 ნახვა

სამართალი
კოლეგის გაუპატიურების ბრალდებით დაპატიმრებული ორი პოლიციელი, ბაშკირიის სასამართლომ გაამართლა

ბაშკირიის უმაღლესმა სასამართლომ, კოლეგის გაუპატიურების სააფუძველზე დაკავებული ორი პოლიციელი გაამართლა. რესპუბლიკის პროკურორის უფროსმა დამხმარემ, გუზელ მასაგუტოვამ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდებოდა.

2019 წლის დეკემბერში, კიროვის სასამართლომ სამ პოლიციელს ედუარდ მატვეევას, სალავატა გალიევას და პაველ იარმჩუკს 6 წელი ხოლო დანარჩენ ორს 7-7 წელი მიუსაჯა კოლეგი გაუპატიურების ბრალდების საფიძველზე. სასამართლომ ასევე ფულადი ჯარიმა დააკისრა 3 მილიონი რუბლის ოდენობით დაზარალებულის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

პროკურატურა მოითხოვადა, სასჯელის გამკაცრებას. ისინი მინიჭებული წოდების ჩამორთმევას მოითხოვდნენ. ოთხშაბათს, უმაღლესმა სასამართლომ გალიევა და მატვეევა გაამართლა და სასჯელი სამ წლამდე შეუმცირა. ადვოკატის განცხადებით, ჯარიმის თანხა მილიონი რუბლიდან 500 ათას რუბლამდე შეუმცირდათ ბრალდებულს.

თვითმხილველების ცნობით, 2018 წლის 30 ოქტომბერს, პოლიციელები თავს დაესხნენ 23 წლის ახალბედა კოლეგას, პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში, ბაშკირიაში. მათ ბრალი სექსუალური სახის ჯგუფურ ძალადობაზე წაუყენეს.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics