|
2020-06-03 13:30:51, 1984 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე - იმისთვის, რომ ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დავუჭიროთ, აუცილებელია 8 მარტის შეთანხმების შესრულება
იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა მოხდეს აუცილებელია 8 მარტის შეთანხმების შესრულება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ, აუცილებელია გიორგი რურუას გათავისუფლება. „ევროპული საქართველო“ დაინტერესებულია, რომ 120/30-ზე საკონსტიტუციო ცვლილებები იყოს მიღებული. შესაბამისად, ჩვენ ყველა პროცედურაში მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა მოხდეს აუცილებელია 8 მარტის შეთანხმების შესრულება. ახლა მნიშვნელოვანი საკითხია, რომ რურუა გათავისუფლდეს და 8 მარტის შეთანხმების პოლიტიკური პატიმრების ნაწილი ბოლომდე იქნეს მიყვანილი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა ხვალ დისტანციურად გაიმართება. ოპოზიცია კვლავ მიიჩნევს, რომ 8 მარტის შეთანხმების თანახმად, „მთავარი არხის“ მეწილე, გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს და კანონპროექტს მხოლოდ ამის შემდეგ დაუჭერენ მხარს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)