|
2020-06-03 11:26:05, 1196 ნახვა
კომენტარი
თავდაცვის მინისტრი - 20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს გამოკვებილა ნედლი, გაუყინავი, ახალი ხორცით, მე ეს პრობლემა მოვაგვარე
„ძალიან უაზრო, ცილისმწამებლური კამპანია" - ასე უწოდა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმ ბრალდებებს, რომლებიც ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა „ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა, რაც ჯარისკაცების სრულფასოვან კვებას ეხებოდა, მან მოაგვარა. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი ეთერის საშუალებით მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებისთვის გავაკეთო რამდენიმე განმარტება ნეგატიურ თემებზე, რომელიც ჩემ ირგვლივ ისმის. როგორ საუბრობენ ჩემზე მაგას, როდესაც ხორცის და კვების პრობლემა წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო. 20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს არ გამოკვებილა ნედლი, გაუყინავი, ახალი ხორცით. მე ეს პრობლემა მოვაგვარე. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვიღაცამ მადლობა მითხრას. მე ეს დავისახე მიზნად და გავაკეთე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი განცხადებით, დღეს ჯარისკაცების მენიუ მრავალფეროვანია და კვების ხარისხი გაუმჯობესებულია. „ეს ყველაფერი ჯარმა უნდა შეაფასოს. ჯარისკაცები არიან ჩემთვის ჩემი მთავარი მაკონტროლებლები. დაე, მათ განსაზღვრონ ვინ რა შეასრულა და ვინ რა არ შეასრულა", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)