|
2020-06-02 16:18:32, 4066 ნახვა
რეგიონი
სოფელ ხოვლში საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის მეორე ფლიგელის მშენებლობა, კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა დაათვალიერა. შენობა 300 მოსწავლეზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების დაცვით შენდება. არსებული სკოლის შენობას დაემატება 12 საკლასო ოთახი, კლასკაბინეტები, დახურული სპორტული დარბაზი და ღია მინი სპორტული მოედანი, ცენტრალური გათბობა, ლიფტი, ასევე შემოიღობება და კეთილმოეწყობა სკოლის ტერიტორია. საკლასო ოთახების უკმარისობის გამო სკოლაში სწავლება დღემდე ორ ცვლაში მიმდინარეობს, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოსწავლეები ერთ ცვლაში ისწავლიან. სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება მუნიციპალიტეტში პრიორიტეტულია. ახალი სკოლების მშენებლობა სოფელ კოდისწყაროში, წინარეხსა და ქვემო გომშიც მიმდინარეობს. ხოვლეს საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ქართული სამშენებლო ჯგუფი“ ახორციელებს. მშენებლობაზე 3 030 000 ლარი იხარჯება, - აღნიშნა ზაზა მარიდაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)