|
2020-06-02 14:31:56, 1734 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთი“ ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების განხორციელების მიზნით, „ლიბერთი“ ბანკის სასწავლო ცენტრის, შერჩეული ექსპერტებისა და ტრენერების ბაზაზე 27 მაისს ჩატარდა სპეციალური ტრენინგი მეწარმე ქალებისთვის საქართველოს რეგიონებიდან თემაზე - „მეწარმე ქალი - კარგი მენეჯერი“. აღნიშნული ტრენინგით დაიწყო ტრენინგების ციკლი, რომელიც ითვალისწინებს დამწყები, მცირე მეწარმე და ფერმერი ქალების ინფორმირებას, გარკვეული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას და ასევე, მათ მხარდაჭერას პროფესიული განათლების მისაღებად. „ლიბერთი“ ბანკი ტრენინგებს ჩაატარებს ყოველკვარტალურად გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტებში ჩართული ქალებისათვის. პირველ ეტაპზე ტრენინგები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. „მოხარული ვართ, რომ წარმატებით დავიწყეთ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. დღეს, ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, საშუალება მოგვეცა მხარი დავუჭიროთ ქალ მეწარმეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და გავუზიაროთ მათ ის სასარგებლო ცოდნა და უნარჩვევები, რაც მათ საქმიანობას კიდევ უფრო გააძლიერებს. „ლიბერთი“ ბანკისთვის, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარება და უახლოეს მომავალში, ჩვენ კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ ქალების განათლების და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით“, - განაცხადა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ. „კერძო სექტორს ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ლიბერთი ბანკის მაგალითი ცხადჰყოფს, რომ ამ მიზნებისთვის ქალთა გაძლიერების პრინციპები ქმედითი ინსტრუმენტია“, - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, თამარ საბედაშვილმა. აღნიშნული თანამშრომლობა პროექტის, „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. ლიბერთი ბანკმა 2019 წლის დეკემბერში ხელი მოაწერა „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების“, რათა საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიღწევაში.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)