|
2020-05-28 16:07:51, 1342 ნახვა
კომენტარი
ცქიტიშვილი იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე - ეს არ არის საარჩევნო მოსყიდვა, ანტიკრიზისული ღონისძიებებია
ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დეველოპერული კომპანიებისთვის იპოთეკური სესხების სუბსიდირება საარჩევნო მოსყიდვასთან კავშირში არ არის. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ეს არის მიზნობრივი პაკეტი დეველოპერული სექტორისთვის. „ძალიან საინტერესო არის ეს კითხვა იმ ნარატივთან შედარებით, რომელიც ოპონენტების მხრიდან გუშინ მოვისმინეთ პარლამენტში. ოპონენტები გვაბრალებდნენ რატომ არ დავურიგეთ თანხა უკლებლივ ყველა საქართველოს მოქალაქეს. ყველა ის პაკეტი, რომელიც ჩვენ შევქმენით მიმართულია სექტორის და მოქალაქის საჭიროებაზე. ყველა მიზნობრივი პაკეტია და არ არის საარჩევნო მოსყიდვა. ეს არის ანტიკრიზისული ღონისძიებები და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების და ეკონომიკის წინაშე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. შეგახსენებთ, რომ მთავრობამ დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომლის თანახმად მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ს დაასუბსიდირებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)