|
2020-05-27 16:58:12, 1020 ნახვა
რეგიონი
სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპი გრძელდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქედის მუნიციპალიტეტში სასურსათო კალათების გადაცემის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. კალათების გადაცემის პროცესში, დღეს ქედის მერთან ერთად, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ჩაერთო და წონიარისის ადმინისტრაციულ ერთეულში, მთავრობის საჩუქრები ვეტერანებს და მრავალშვილიან ოჯახებს გადასცეს. ვეტერანებს ლევან გორგილაძემ და ზურაბ თენიეშვილმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და ოჯახების საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. ,,მთელი ამ კრიზისული პერიოდის დროს მაქსიმალურ მხარდაჭერას ვგრძნობდი ყველასგან. მნიშვნელოვანია ჩემი ოჯახისთვის სურსათით დახმარება, ოჯახის 3 წევრი შშმ პირია. უფრო მეტად კი გამოჩენილი ყურადღება მახარებს! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ერთიან საქართველოში ცხოვრებას! - აღნიშნა ცხინვალის ომის მონაწილე ანზორ ბერიძემ. ქედაში აჭარის მთავრობის ეგიდით, ამ ეტაპზე 2 506 მოწყვლადი ოჯახი ისარგებლებს დახმარებით.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)