|
2020-05-27 13:28:30, 1121 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - ფაქტი რჩება ფაქტად, ქვეყანაში არ არსებობს ინფიცირებული, რომელმაც ვერ მიიღო სტაციონარული დახმარება
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ქავეყანაში არც ერთი კოვიდ19-ით ინფიცირებული პაციენტი არ არსებობს, რომელმაც ვერ ან არ მიიღო სტაციონარული დახმარება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოზე ძლიერმა ევროპულმა სახელმწიფოებმა ვერ შეძლეს ვირუსთან ასე გამკლავება, კერძოდ, ისინი ინფიცირებულ ადამიანებს ეუბნებოდნენ დარჩენილიყვნენ სახლში და ასე ემკურნალათ. „ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ვინც რა უნდა ილაპარაკოს, ფაქტი რჩება ფაქტად, რომ ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი „კოვიდით“ ინფიცირებული, რომელმაც არ ან ვერ მიიღო სტაციონარული დახმარება. ბევრმა ჩვენზე უფრო ძლიერმა ევროპულმა სახელმწიფომ ეს ვერ შეძლო, ინფიცირებულ ადამიანებს ეუბნებოდნენ დარჩენილიყვნენ სახლში და ისე ემკურნალათ. ამან რა შედეგები გამოიღო ყველამ კარგად ვნახეთ. ჩვენი შედეგი იყო მიღწეული, რა თქმა უნდა, სწრაფი ნაბიჯებით, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მთავრობა ყველა ნაბიჯს ათანხმებდა სპეციალისტებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)