|
2020-05-27 12:54:01, 1303 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს
დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ამის თქმის საშუელებას იძლევა ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ათეულებს არ აცდენილა. „დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ის, რომ ბოლო კვირეების განმავლობაში ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ათეულებს არ აცდენია. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იმ ეტაპზე სამუშაოდ როდესაც ვსაუბრობთ ეპიდემიიდან, პანდემიიდან გამოსვლის ეტაპზე, მივიღეთ დღეს და ამის შემდეგი არგუმენტები არსებობდა. ჩვენ დღეს ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი ქეისები ძირითადად ფიქსირდება მთავრობის მიერ კონტროლირებადი მიმართულებებიდან, ეს გახლავთ საკარანტინო ზონები, ცნობილი კლასტერები. შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიის გავრცელება და მისი სისწრაფე სრულად ექვემდებარება კონტროლს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)