21:50 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-24 11:46:51, 511 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო მიღებას ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება

პრეზიდენტის სასახლეში დღეს საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით  საზეიმო მიღებას  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.

ღონისძიებაზე 900-მდე სტუმარია მიწვეული.  ღონისძიებას დაესწრებიან სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური  კორპუსის, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საზეიმო მიღებაზე მოწვეულნი არიან მეორე მოწვევის პარლამენტის წევრები, რომელთა სახელსაც უკავშირდება, 20 წლის წინ, დღეს მოქმედი კონსტიტუციის მიღება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics