|
2020-05-26 16:14:35, 1146 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე - არ შეიძლება ყოველთვის ორიენტირი გვქონდეს დამპყრობელზე
საქართველოს მიერ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გახანგრძლივებას უარყოფითად აფასებს „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, არ შეიძლება რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მიბმული გვქონდეს ისეთ ეკონომიკასთან, რომლის ხელისუფლებაც არის ჩვენი ქვეყნის დამპყრობელი. „ჩვენ არ შეიძლება, ამ პატარა ქვეყანას, მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალის ქვეყანას, ყოველთვის ორიენტირი გვქონდეს იმ მეზობელზე, რომელსაც დაპყრობილი აქვს ჩვენი ქვეყნის 20%. არ შეიძლება გაფორმდეს რაიმე ხელშეკრულება ამ მეზობელთან, ან მის კომპანიასთან. ეს არის სახელმწიფო კომპანია, რომლის შესახებ ქართველ ხალხს არ ეცოდინება ყველა დეტალი. არ შეიძლება, რომ ჩვენი ეკონომიკა მიბმული გვქონდეს ისეთ ეკონომიკასთან, რომლის ხელისუფლებაც არის ჩვენი ქვეყნის დამპყრობელი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)