|
2020-05-26 13:39:07, 1186 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი - თავისუფლები ვიქნებით მხოლოდ მაშინ, როდესაც გამარჯვებებს „სუფთა თამაშით“ მივაღწევთ
ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, თავისუფლები ვიქნებით, მხოლოდ მაშინ როდესაც „გამარჯვებებს მხოლოდ სუფთა თამაშით მივაღწევთ“ და ჭეშმარიტად, თავისუფალი ქვეყნის შენება „არა უბრალოდ შენის გატანით, არამედ სხვისი უფლების აღიარებითა იწყება“. მან ასევე განაცხადა, რომ კეთილდღეობას არა წართმევით არამედ შრომით მივაღწევთ. „თავისუფლები ვიქნებით მაშინ, როდესაც კონკურენტები ერთი მტრის წინააღმდეგ გავერთიანდებით, როდესაც კეთილდღეობას არა წართმევით არამედ შრომით მივაღწევთ, თანამდებობებს კი არ ვიყიდით, არამედ ხალხი გვიბოძებს, პატრიოტიზმს არა სხვის სიძულვილით, არამედ საკუთარის სიყვარულით გამოვხატავთ, როდესაც სხვას არ დავეთანხმებით, მაგრამ მათ აზრს პატივს ვცემთ. ჭეშმარიტად, თავისუფალი ქვეყნის შენება არა უბრალოდ შენის გატანით, არამედ სხვისი უფლების აღიარებითა იწყება. გილოცავთ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! მივაღწიოთ - თავისუფლებას ილია ჭავჭავაძის ხედვით - "დევნილნი და ჩაგრულნი – აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის - მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებასა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)