|
2020-05-22 14:43:37, 1377 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - ოპონენტები პოლიტიკურ მასკარადზე საუბრობდნენ - პოლიტიკური მასკარადია, როდესაც პარლამენტარი ვერ ერკვევა ხელისუფლების დანაწილების პრინციპში
„პოლიტიკური მასკარადი შეიძლება იყოს, როდესაც პარლამენტარი ვერ ერკვევა ხელისუფლების დანაწილების პრინციპში და შეიძლება, თავისუფლად ისაუბროს, რომ მთავრობის დადგენილებები უნდა ამტკიცოს პარლამენტმა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითიც ოპონენტებს გამოეხმაურა. პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ. „ბატონო რომან, თქვენს ნათქვამს რაც შეეხება - დროებითობა ისედაც იყო უზრუნველყოფილი, იმიტომ, რომ პანდემია-ეპიდემიასთან ბმის გარეშე ამის წარმოდგენა არავის არ უფიქრია. კახა კუჭავა და ირაკლი კობახიძე თუ ამბობენ, რომ სპეკულაციების გამორიცხვა რომ მოვახდინოთ ბოლომდე, ჩავწეროთ, ეს არ არის თქვენი ინიციატივა. მთელი დღე ლაპარაკობდით პრობლემებზე და არ მოგიფიქრებიათ, რომ რაღაც კონკრეტული შემოგეთავაზებინათ“, - მიმართა მდინარაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)