|
2020-05-15 11:05:12, 1631 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - მისასალმებელია, რომ ქართულმა ბიზნესმა სადეზინფექციო ხსნარების გაზრდილ მოთხოვნას ადგილობრივი წარმოებით სწრაფად უპასუხა
„იმ დროს, როდესაც ქვეყანა ემზადება, რომ უმასპინძლოს პირველ უცხოელ ტურისტებს და ზოგადად, ჩვენი ეკონომიკა ეტაპობრივად იხსნება, ძალიან მნიშვნელოვანია, ბიზნესმაც და მოსახლეობამაც უსაფრთხოების ყველა წესი დაიცვას. ამ მხრივ, პერიოდულად დეზინფექციის ჩატარება აუცილებელია. აქედან გამომდინარე, მისასალმებელია, რომ ქართული ბიზნესი უცებ გადაეწყო და გაზრდილ მოთხოვნას უპასუხა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრი მცხეთის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი ორი საწარმოს - „ეკო ბოჰემიასა" და „ელექსირის" სამუშაო პროცესს გაეცნო. კომპანია „ეკო ბოჰემია", რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში საყოფაცხოვრებო ჰიგიენური საშუალებების მსხვილი მწარმოებელი იყო, ამჟამად საქართველოს ბაზრისთვის ხელის ანტისეპტიკურ საშუალებებსა და სხვადასხვა ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარებს აწარმოებს. საწარმო, სადაც 45 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული, სამომავლოდ პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს. რაც შეეხება კომპანია „ელექსირს", მისი წარმოებული ბიოსადეზინფექციო საშუალება ფლობს ხარისხის ნიშანს, სურსათის უვნებლობის, გარემოზე ზემოქმედების უვნებლობის და სხვა საერთაშორისო აღიარებებს. საწარმოში დღიური წარმოება 25 ტონას აღწევს. საწარმოში ექსპორტის დიდი მოთხოვნის გამო, თანამშრომელთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. „დღეს ორი კომპანიის საწარმოო პროცესს გავეცანი. ორივე მათგანი ბაზარზე ძალიან მოთხოვნად პროდუქციას აწარმოებს. ეს არის ქართული წარმოება და იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორი ნიჭიერია ქართული ბიზნესი, როგორ სწრაფად აუღო ალღო შეცვლილ მოთხოვნას და დადგა მოსახლეობის გვერდით, როდესაც ამის საჭიროება", - განაცხადა ნათია თურნავამ.
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)