|
2020-05-14 14:28:42, 1742 ნახვა
რეგიონი
სოფელ ფარიზში ასფალტო-ბეტონის გზის დაგების მოსამზადებელი და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, სოფელ ფარიზში გზის მოწყობისა და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა. სოფელში, 500 გრძივ მეტრზე, ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, ინფრსატრუქტურული პროეტის ფარგლებში, ასევე 400 გრძივ მეტრზე სარწყავი არხის რეაბილიტაციაც მოხდება. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება. პროექტის სრული ღირებულება 369 999 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული სამუშაო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. 2020 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 120 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით 12 მილიონი ლარი დაიხარჯება.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარანტინის მიუხედავად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა აქტიურად განახლდა. დღეს სოფელ ფარიზში გზის მოწყობის სამუშაოები დავათვალიერეთ. სოფელში ასევე სარწყავი ქსელის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ თანადაფინასებით ხორციელდება და მისი ღირებულება 369 999 ლარს შეადგენს. პანდემიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ობიექტებზე უსაფრთხოების დაცვა, ჩვენი მუნიციპალური სამსახურები ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას პერმანენტულ კონტროლს ახორციელებენ რათა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნეს შესრულებული. 2020 წელს ადგილობრივი ბიჯეტის, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა” და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ დაფინანსებით, ჩვენს მუნიციპალიტეტში დაახლოებით 12 მილიონი ლარის ღირებულების 120 ინფრსტრუქტურული პროეტის განხორციელება იგეგმება. წელს მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რებილიტაცია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის შექმნა და გარე განათების ქსელის მოწყობა“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)