21:03 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-13 16:31:17, 1853 ნახვა

რეგიონი
სოფელ მუშევანში მოსახლეობის შემოწმება PСR ტესტირების მეთოდით მიმდინარეობს

სოფელ მუშევანში მოსახლეობის შემოწმება PCR ტესტირების მეთოდით მიმდინარეობს

სოფელ მუშევანში რისკჯგუფებში მყოფი მოსახლეობის ბიოლოგიური ნიმუშების აღება აქტიურად მიმდინარეობს. მოქალაქეებს PCR ტესტირებას ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები უტარებენ.

PSR ტესტის მეშვეობით, მოსახლეობის მასობრივი შემოწმების პროცესს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად დაესწრო.

სოფელში შემდგომი კვლევების აუცილებლობა სწორედ PCR ტესტების მეშვეობით აღებული ბიოლოგიური ნიმუშების პასუხების შედეგად გადაწყდება. აღსანიშანავია, რომ ამ დროისთვის მუშევანში კორონავირუსის 28 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 122 მოქალაქეს დაუდასტურდა. 46 პირი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 73, კარანტინში კი 69 მოქალაქე იმყოფება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics