|
2020-05-12 16:04:23, 1243 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: მიწის რეგისტრაცია არის უმთავრესი წინაპირობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის
„მიწის რეგისტრაცია არის უმთავრესი წინაპირობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის”, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა. „არ შეიძლება არ აღინიშნოს იუსტიციის სამინისტროს აქტიური მუშაობა სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის კუთხით. ჩვენ გვაქვს სწორი მეთოდოლოგია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 7 წელიწადში რეგისტრირებულია უფრო მეტი მიწის ნაკვეთი, ვიდრე წინა 25 წლის განმავლობაში, ჩვენი დამოუკიდებლობის დროიდან. ეს პროცესი, სავარაუდოდ, 3-4 წელიწადში უნდა დასრულდეს. ვფიქრობთ, რომ დაურეგისტრირებელი ნაკვეთები წლის განმავლობაში დარეგისტრირდება და მეტი ფერმერი ჩაერთვება სახელმწიფო პროგრამებში. მიწის რეგისტრაცია არის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ბმაშია ჩვენს პოლიტიკასთან და ამ პოლიტიკის თანამიმდევრულობას უსვამს ხაზს - ჩვენ ვახორციელებთ რეგისტრაციას, როგორც აუცილებელ პირობას და ვაყალიბებთ პროფესიონალი ფერმერების კატეგორიას”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საბჭოს სხდომაზე სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარდგენის დროს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)