|
2020-05-12 12:22:52, 1370 ნახვა
კომენტარი
რატი იონათამიშვილი - ოპოზიციისგან 8 მარტის შეთანხმების დარღვევა გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციისგან 8 მარტის შეთანხმების დარღვევა გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს, ვინაიდან მათ თავიდანვე არ უნდოდათ, რომ ეს კონსენსუსი შემდგარიყო. იგი მოუწოდებს ოპოზიციას არ გაცდნენ შეთანხმების ფორმატს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ. „ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია აღარ ვილაპარაკოთ შეთანხმების ტექსტზე, არამედ ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ აპელირებს მუდმივად ოპოზიციის ეს უპასუხისმგებლო ნაწილი იმაზე, რომ დაარღვევს 8 მარტის შეთანხმებას. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ მათ არც მაშინ არ უნდოდათ, რომ კონსესუსი შემდგარიყო და ეს იყო მათთვის იძულება. მოვუწოდებ მათ, რომ არ გავიდნენ შეთანხმების ფორმატის მიღმა, რადგანაც ამ შემთხვევაში მათ ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)