|
2020-05-12 10:13:16, 1125 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე - სენატორმა რიშმა გააკეთა პირდაპირ განცხადება, რომ ელოდება პოლიტიკური პატიმრების მყისიერად გათავისუფლებას
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, სენატორმა რიშმა გააკეთა პირდაპირ განცხადება, რომ ელოდება პოლიტიკური პატიმრების მყისიერად გათავისუფლებას. მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ორი არჩევანი აქვს, ან შეასრულებს შეთანხმების ორივე პუნქტს, ან გადააგდებს მოსახლეობასა და საერთაშრისი პარტნიორებს და ამას მოჰყვება მკაცრი რეაქცია ფასილიტატორებისგან. „სენატორმა რიშმა გააკეთა პირდაპირ განცხადება, რომ ელოდება შეთანხმების დაუყოვნებლივ შესრულებას და კონკრეტულად მყისიერად გათავისუფლებას პოლიტიკური პატიმრების. ამიტომ საკითხის არის ძალიან მარტივი, ან ხელისუფლება შეასრულებს ამ პირობას, რომლიც დადო საზოგადოებასთან საერთაშორისი ფასილიტატორების მონაწილეობით და ასეთ შემთხვევაში შედგება შეთანხმება საკონსტიტუციო რეფორმაზე და გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები, ან ის ისევ გადააგდებს საქართველოს მოსახლეობას, საერთაშორისო პარტნიორებს და ამას მოჰყვება რეაქცია, რომელიც ნამდვილად არ იქნება კარგი ივანიშვილისთვის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)