13:25 - 07 Jul, 2026
|
2020-05-11 15:21:50, 1395 ნახვა
კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე - საკონსტიტუციო ცვლილებები თუ არ განხორციელდება, ეს იქნება მთლიანად, 100%-ით ხელისუფლების ბრალი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია მზადაა საკონსტიტუციო პროცესში მონაწილეობის მიღებაზე იმისათვის, რომ საარჩევნო კოდექსსა და კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები შევიდეს. მისი თქმით, თუ ცვლილებები არ განხორციელდება ეს იქნება ასი პროცენტით ხელისუფლების ბრალი. „დღევანდელი ხელისუფლების განცხადება შინაარსით, ტონალობით და არჩეული დროით იყო სრულიად უადგილო. შეთანხმების მეორე ნაწილის შესრულების პირობებში მზად ვართ მივიღოთ საკონსტიტუციო პროცესში მონაწილეობა იმისათვის, რომ საარჩევნო კოდექსსა და კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები შევიდეს. თუ არ მოხდება ეს იქნება მთლიანად, 100%-იანად ხელისუფლების ბრალი“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)