|
2020-05-11 14:35:27, 1231 ნახვა
კომენტარი
კალაძე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე - ეს საკითხი 8 მარტის შეთანხმებაში ზოგადად განხილული არ ყოფილა
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პატიმრების გათავისუფლების საკითხი 8 მარტის შეთანმხებისას განხილული არ ყოფილა. მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ გვყავს. ჩვენ გვყავს კონკრეტული პირები, ვისაც კონკრეტული დანაშაული აქვთ ჩადენილი. „დღეს ამასთან დაკავშირებით პარტიამ გააკეთა განცხადება. პირველი დავიწყოთ იქიდან, რომ არანაირი პოლიტპატიმრები არ არსებობს საქართველოში. არ გვყავს ჩვენ პოლიტპატიმრები, ჩვენ გვყავს კონკრეტული პირები, ვისაც კონკრეტული დანაშაული აქვთ ჩადენილი. რაც შეეხება შეთანხმებას, 8 მარტის შეთანხმებაში ზოგადად განხილული არ ყოფილა და ცხადია ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ უკანონობის ჩადენის პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ აიღებდა თავის თავზე ელჩების თანდასწრებით. შესაბამისად, შეთანხმების შინაარსი მოცემული დოკუმენტში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)