|
2020-05-11 14:07:50, 1337 ნახვა
კომენტარი
ბოკერია - ინაშვილს მაინც დაუჯერონ, ადამიანი გამოვიდა და თქვა არ მოვაწერე ხელი, რადგან პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე იყო საუბარიო
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია მოუწოდებს მმართველ გუნდს, რომ თუ არავისი არ სჯერათ ირმა ინაშვილს მაინც დაუჯერონ, ადამიანი გამოვიდა და თქვა არ მოვაწერე ხელი იმიტომ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და კონკრეტულ სახელებზე იყო ლაპარაკიო. მისი თქმით, პროგრესია მიღწეული, რადგან იქამდე იძახდნენ საერთოდ არ ყოფილა პოლიტპატიმრების საკითხზე ლაპარაკიო, ახლა ამბობდნენ ლაპარაკი იყო, მაგრამ არ დავთანხმდითო. „პროგრესია, იქამდე იძახდნენ საერთოდ არ ყოფილა პოლიტპატიმრების საკითხზე ლაპარაკიო, ახლა ამბობდნენ ლაპარაკი იყო, მაგრამ არ დავთანხმდითო. მინდა მათ მივმართო, თუ არც ჩვენი, არც აშშ-ს საელჩოს განცხადების, არც ევროკავშირისა და მათი ლიდერების არ სჯერათ, ირმა ინაშვილს მაინც დაუჯერონ, ადამიანი გამოვიდა და თქვა არ მოვაწერე ხელი იმიტომ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და კონკრეტულ სახელებზე იყო ლაპარაკიო. ერთხელ სიმართლე თქვა ამ ადამიანმა და მაშინაც არ უჯერებენ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)