05:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-11 12:42:54, 11969 ნახვა

ომი უკრაინაში
ფრანგი მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ნიკოტინს შეუძლია კორონავირუსისგან დაცვა

ფრანგი მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ნიკოტინს შეუძლია კორონავირუსისგან დაცვა.

ამის შესახებ ინფორმაციას The Economist ავრცელებს.

The Economist-ის ცნობით, მწეველთა თანაფარდობა არამწეველებთან შედარებით ამერიკაში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში განსხვავებული იყო. მაგრამ კოვიდ ინფიცირებულთა შორის ცოტაა ისეთი შემთხვევა, როცა მწეველი პაციენტები პოსპიტალურ მკურნალობას საჭიროებენ.

გამოცემის ავტორები წერენ, რომ მწეველებს „ბევრად ნაკლები ალბათობა აქვთ“ , რომ კოვიდ19-მა ძალიან დააზარალოს.

Euronews-ის ცნობით, წინასწარი გამოკვლევის თანახმად, პარიზის Pitié-Salpêtrière საავადმყოფომ განაცხადა, რომ თამბაქო SARS-CoV-2- ის ინფექციისგან დამცავი ფაქტორია.

Pitié-Salpêtrière საავადმყოფო წერს, რომ „ნიკოტინი შეიძლება იყოს შემოთავაზებული, როგორც შესაძლო პრევენციული საშუალება COVID-19 ინფექციის საწინააღმდეგოდ“.

„მოწევას აქვს მძიმე პათოლოგიური შედეგები და ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს”, - აღნიშნავენ კვლევაში.

რას ამბობენ მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტები?

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მწეველნი უფრო დაუცველნი არიან ინფექციისგან.

„მწეველებს შეიძლება უკვე ჰქონდეთ ფილტვების დაავადება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სერიოზული დაავადებების რისკს“, - განმარტავენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში.

კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ MERS დაავადების დროს მწეველები უფრო ხშირად იღუპებოდნენ, ვიდრე არამწეველები.

ამავდროულად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მოწევა ზრდის ვირუსის გადაცემის შესაძლებლობას, რადგან ხშირია კონტაქტი სახესთან.

„ჩვენ არ გირჩევთ მოწევას, როგორც კორონავირუსით დაავადების თავიდან აცილების მიზნით“, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Euronews- სთან საუბრისას განაცხადა, რომ ისინი ამჟამად აწარმოებენ კვლევებს მოწევასა და ნიკოტინთან დაკავშირებით და უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებენ დამატებით განცხადებებს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics