13:25 - 07 Jul, 2026
|
2020-05-11 12:14:07, 1355 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი - დღეს ხელისუფლების მცდელობაა, ჩააგდოს საკონსტიტუციო რეფორმა და გადააბრალოს ეს ოპოზიციას
„დღეს ხელისუფლების მცდელობა არის, რომ ჩააგდოს საკონსტიტუციო რეფორმა და გადააბრალოს ეს ოპოზიციას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია კვლავ ითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. „დღეს ხელისუფლების მცდელობა არის, რომ ჩააგდოს საკონსტიტუციო რეფორმა და გადააბრალოს ეს ოპოზიციას. რა თქმა უნდა, ამის ნებართვაა ბატონ თალაკვაძეს არავინ არ მისცემს. სულელი არავინ არაა, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საკმარისზე მეტი ხმა აქვს „ქართულ ოცნებას“ ნებისმიერ ცვლილების გასატანად საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენი მხრიდან არაფერი არ შეცვლილა, ვითხოვთ ისევ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას“, - განაცხადა „მთავარ არხთან“ საუბრისას სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)