|
2020-05-11 11:50:33, 1302 ნახვა
კომენტარი
კობახიძის განცხადებით, იმის მტკიცება, რომ პატიმართა გათავისუფლება შეთანხმების ნაწილია, ყველანაირ ზღვარს სცდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმის მტკიცება, რომ პატიმართა გათავისუფლება შეთანხმების ნაწილია, უბრალოდ ყველანაირ ზღვარს სცდება. მისი თქმით, ელჩებს სწორედ ამიტომ მიმართავენ, რომ მათ დააზუსტონ, რა იყოს კონკრეტულად შეთანხმების ნაწილი. „ეს არის ისეთი აბსურდი, რომლის მტკიცება უბრალოდ ყველანაირ ზღვარს სცდება. აქედან გამომდინარე ჩვენ იძულებულნი ვიყავით დაგვეფიქსირებინა ჩვენი მკაფიო პოზიცია, ბუნებრივია, ელჩების თანდასწრებით ვერც ერთი მმართველი პარტია ვერ გააფორმებს შეთანხმებას იმის თაობაზე , რომ ის უნდა ჩაერიოს უკანონოდ სასამართლოს საქმიანობაში პროკურატურისა და პრეზიდენტის საქმიანობაში. ის რასაც ოპოზიცია ამტკიცებს აბსოლუტური აბსურდია. ახლა ველოდებით პასუხს იმასთან დაკავშირებით თუ რაში იყო საქმე. ესაა ჩვენი თხოვნის არსი. გვინდა ელჩებს ვთხოვოთ, რომ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, რა იყო შეთანხმების შინაარსი , იყო თუ არა შეთანხმების შინაარსი უკანონო ჩარევა სასამართლოს, პროკურატურისა და პრეზიდენტის საქმიანობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)