05:45 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-10 12:39:31, 4114 ნახვა

სამართალი
„Daily Mail”-ის თანახმად საქართველოში კრემლის ჰაკერული ორგანიზაცია მოქმედებს

„Daily Mail” სკანდალურ გამოძიებას აქვეყნებს - ბრიტანული გამოცემის მტკიცებით  საქართველოში კრემლის უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფი მოქმედებს. 

 სტატიის თანახმად, ჰაკერებმა დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიიდან, სადაც კოვიდ-19-ზე სამეცნიერო კვლევები მიმდინარეობდა, სამედიცინო კვლევების შესახებ ინფორმაციები მოიპარეს და  ამ მონაცემების დაბრუნების სანაცვლოდ 2 მილიონ ფუნტს ითხოვენ.  მოპარულია ინფორმაციებს შორისაა პირადი სახის მონაცემებიც. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახური მხოლოდ ოპონენტების დევნითაა დაკავებული და ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით არაფერს აკეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ჰიბრიდულ ომში ეხმარება.

„ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ატარებენ და ეს ნიშნავს, რომ საქართველო საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით ჰაკერულ პლატფორმად გადაიქცა”  - ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics