|
2020-05-09 10:56:33, 1429 ნახვა
კომენტარი
გახარია - ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ, რომ გავიაროთ კონსულტაციები იმის თაობაზე, როგორ დავიცვათ ჩვენი ურთიერთობები ამ ავანტიურისტებისგან
ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ მხოლოდ იმიტომ, რომ გავიაროთ კონსულტაციები იმის თაობაზე როგორ დავიცვათ ეს ურთიერთობები ამ ავანტიურისტებისგან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება უკრაინასა და საქარტველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს. "ქართველები და უკრაინელები ვართ არამარტო სტრატეგიული პარტნიორები, არამედ ჩვენ გვაკავშირებს ბევრი წლების თანამშრომლობის ისტორია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სტრატეგიულ პარტნიორობასა და ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს შორის ძმობას კითხვის ნიშნის ქვეშ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო არ დავაყენებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ დიპლომატიურ და სტრატეგიულ ურთიერთობას. ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ მხოლოდ იმიტომ, რომ გავიაროთ კონსულტაციები იმის თაობაზე როგორ დავიცვათ ეს ურთიერთობები ამ ავანტიურისტებისგან იმიტომ, რომ სხვანაირად რ გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ სტრატეგიული ურთიერთობა მათგან", - განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი გამოიძახა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)