20:22 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-19 12:14:56, 691 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში სიჩქარის შემზრუდავი ბარიერების მონტაჟი მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 5 ადმინისტრაციულ ერთეულში ანაკლია, რუხი, ცაიში, ჭითაწყარსა და ჯიხაშკარში სასწავლო დაწესებულებებთან, სკოლებთან და საბავშო ბაღებთან სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მონტაჟი მიმდინარეობს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი ასრულებს. 4სმ სიმაღლის კაუჩუკის ბარიერი ასფალტის საფარზე მაგრდება და მაღალი სიჩქარით მოძრავ ავტომობილებს სვლას შეუფერხებს. 
მათივე ინფორმაციით, ბარიერი აღჭურვილია შიდა ამრეკლებით, რაც საშუალებას იძლევა ღამით მოძრავი ავტომობილების მფლობელებისთვისაც გახდეს შესამჩნევი.
 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა სასწავლო დაწესებულებებთან და აგრეთვე მკვეთრ მოსახვევებთან სადაც ხილვადობა დაბალია დაგეგმილია ხელოვნური ბორცვების, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მონტაჟი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics