|
2020-05-08 12:35:10, 1596 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე ევროპარლამენტარის წერილზე - „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ კოვიდ ვირუსს ვერ ამოეფარება და 8 მარტის შეთანხმება უნდა შეასრულოს
„ეს განცხადებები კეთდება იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იცოდეს, რომ კოვიდ ვირუსს ვერ ამოეფარება“, - ასე გამოეხმაურა „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ევროპარლამენტარის ღია წერილს. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა უნდა შეასრულოს შეთანხმება, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა გატარდეს. „ეს განცხადებები კეთდება იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იცოდეს, რომ კოვიდ ვირუსს ვერ ამოეფარება და შეთანხმება რომ გააფორმა, ეს შეთანხმება უნდა შესრულდეს. პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და საკონსტიტუციო ცვლილება უნდა იქნას მიღებული. არ გააკეთებენ ამას? ვაი მაგათ პატრონს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარი ენდრიუ კუბილიუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავს და მათ 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)