|
2020-05-06 12:56:24, 1203 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ჩოგბურთის ყოფილი კორტების ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი დედაქალაქს დაუბრუნდა და იქ სპორტული კომპლექსი მოეწყობა
იპოდრომის მიმდებარედ, ე.წ. კორტების ტერიტორიაზე გასხვისებული მიწის ნაკვეთი, სადაც საცხოვრებელი კომპლექსები უნდა აშენებულიყო, დედაქალაქს დაუბრუნდა და იქ სპორტული კომპლექსი მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან განმარტა, დედაქალაქის მერიამ აღნიშნული ტერიტორიის ძველი ფუნქციით ქალაქისთვის დასაბრუნებლად, ხანგრძლივი შრომა და ძალისხმევა გასწია. უახლოეს დღეებში კი ტერიტორიის პრივატიზების მიზნით, აუქციონი გამოცხადდება. „ჩვენ ამ თემას პანდემიამდეც არაერთხელ შევეხეთ. საქმე ეხება იპოდრომის მიმდებარედ, ჩოგბურთის ყოფილი კორტების ტერიტორიას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული იყო. ჩვენ ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ეს კონკრეტული ფართი დედაქალაქისთვის დაგვებრუნებინა. გვქონდა ხანგრძლივი მოლაპარაკება ინვესტორთან, შევთავაზეთ ადგილმონაცვლეობა და ეს ტერიტორია დღეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. მოსახლეობა შეწუხებული იყო იმ ფაქტით, რომ იქ უნდა აშენებულიყო საცხოვრებელი სახლები და სასტუმროები. ჩვენ დიდი ხნის შემდეგ და დიდი ძალისხმევის შედეგად, ეს ტერიტორია დავიბრუნეთ. დღეს ეს კონკრეტული ადგილი საპრივატიზაციოდ გამოგვაქვს სპორტული კომპლექსის აღდგენა-განვითარების პირობით. ანუ ეს იქნება პირობიანი პრივატიზაცია - ტერიტორიაზე უნდა აღდგეს ჩოგბურთის კორტები. ასევე, სავალდებულო იქნება საცურაო აუზისა და ფიტნესკლუბის მოწყობა. ქონება უკვე შეფასებულია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ და უახლოეს მომავალში ბიზნესსექტორს საპრივატიზაციოდ წარედგინება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ კერძო სექტორი აღნიშნულ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მოსაწყობად იაქტიურებს. „როგორც დავპირდით ადგილობრივ მოსახლეობას, კორტებს დავაბრუნებთ იმ ძველი ფუნქციით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძალიან ბევრი ადამიანი გაიზარდა ამ კონკრეტულ ადგილზე. ძველი ფუნქციით კორტების ქალაქისთვის დაბრუნება მნიშვნელოვანი იქნება როგორც ქალაქისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)