15:27 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-04 18:13:36, 1194 ნახვა

კომენტარი
ივანე მაჭავარიანი: შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტთან როგორიც ჩვენ ბოლო 2 თვის მანძილზე გვაქვს, არასდროს გვქონია

„შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტთან  როგორიც ჩვენ ბოლო 2 თვის მანძილზე გვაქვს, არასდროს გვქონია“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობას, თითოეულ უწყებას, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს  ყოველდღიურ რეჟიმში ჰქონდა ურთიერთობა საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან.  

„შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტთან  როგორიც ჩვენ ბოლო 2 თვის მანძილზე გვაქვს, არასდროს გვქონია. ჩვენ პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში ვიყავით  კონტაქტზე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარესთან, ისე კომიტეტის ხელმძღვანელებთან, ასევე, პარლამენტის სხვა წევრებთან.  ასე რომ, ის საკომპენსაციო და ეკონომიკის მხარდამჭერი პაკეტი, რაც შემუშავდა, რა თქმა უნდა, პარლამენტთან და  უმრავლესობასთან ერთად იქნა შემუშავებული. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ თითქოს პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობაში ვინმეს უკმარისობის გრძნობა აქვს, ნამდვილად არაა მართებული. ჩვენ  დავაწესეთ საკმაოდ კარგი სტანდარტი, როგორი უნდა იყოს მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics