21:52 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-04 12:52:15, 1758 ნახვა

ეკონომიკა
სებმა, სესხის გამცემი სუბიექტებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ანგარიშგების წარდგენის ვადა, მიმდინარე წლის 31 მაისამდე გადაწია

საქართველოს ეროვნული ბანკი არასაბანკო სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს. ვიდეო კონფერენციის ფორმატში ამჯერად სესხის გამცემი სუბიექტებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხდვედრა გაიმართა.

როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ფინანსური, ისე მომხმარებელთა მომსახურების კუთხით არსებულ ძირითად გამოწვევებს.

ასევე იმსჯელეს, საქმიანობის აღდგენისა და შემდგომ პერიოდში ორგანიზაციების თანამშრომლების და მომხმარებლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის შესაძლებლობებზე.

„ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით სესხის გამცემი სუბიექტებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ანგარიშგების წარდგენის ვადა, კიდევ ერთხელ, მიმდინარე წლის 31 მაისამდე გადაწია, რაც მათი საქმიანობის აღდგენის ვადის გახანგრძლივებით არის განპირობებული.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს კომუნიკაციას არასაბანკო სექტორთან, რათა ახალი კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების მინიმალური დანაკარგებით დაძლევის მიზნით, მისი მანდატის ფარგლებში აღმოუჩინოს მხარდაჭერა“, - განაცხადეს ეროვნულ ბანკში.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics