14:01 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-18 12:55:52, 395 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი ავსტრიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს პოლიციის ახალ ატაშეს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ავსტრიის ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ახალ ატაშე კარლჰაინც გორტანოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა  სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ავსტრიის პოლიციის ყოფილი მეკავშირე ოფიცერი ალექსანდერ ნოიმიულერი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 9 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
 ქართულმა მხარემ ნოიმიულერს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და სამინისტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
კარლჰაინც გორტანო შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას და ევროინტეგრაციის კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს გაეცნო. 
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა გამოცდილების გაზიარებისა და შესაძლებლობების განვითარების სფეროში თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. მათ იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
პოლიციის ახალი მეკავშირე ოფიცერი კარლჰაინც გორტანო მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად პირველი სექტემბრიდან შეუდგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics