|
2020-05-02 13:11:03, 2010 ნახვა
კომენტარი
მეშველიანი - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით ინფიცირებული პირები საავადმყოფოში ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით ინფიცირებული პირები საავადმყოფოში ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ, - აღნიშნულის სესახებ ბოლნისის მაჟრიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა განაცხადა. მისი თქმით, მათ გადაყვანა საავადმყოფოში დღის ბოლომდე მოხდება. „გუშინ აქ გარკვეული დაპირისპირება მოხდა საექიმო ჯგუფსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. რომლებიც ცდილობდნენ ინფიცირებული პირის გადაყვანას სამკურნალო დაწესებულებაში.თვითონ ოჯახს ჰქონდა გარკვეული შედეგები. ფაქტობრივად ამ მ ოჯახთან შეთანხმება მიღწეული იქნა. თუმცა ნასვამი ახალგაზრდების ჯგუფსა და სამედიცინო ჯგუფს შორის მოხდა დაპირისპირება და იყო გარკვეული აგრესიული ქმედებები. თუმცა დაზარალებული ფიზიკურად არავინ არ გახლავთ. დღეს ჩენ მივალთ და ოჯახს გავესაუბრებით, რომ მათი მკურნალობა პირველ რიგში არის მათსავე ინტერესში და ისინი გადაყვანილნი იქნებიან საუკეთესო კლინიკაში“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში სამედიცინო პერსონალს ადგილობრივები დაუპირისპირდნენ. მათ კორონავირუსით ინფიცირებული პირების გადაყვანის საშუალება არ მისცეს.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)