17:42 - 07 Jul, 2026
|
2020-04-30 20:06:15, 1433 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია - სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას აღარ გააგრძელებს 56 სამედიცინო დაწესებულება
ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას განცხადებით, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას აღარ გააგრძელებს 56 სამედიცინო დაწესებულება. მისი თქმით, ამ 56 დაწესებულებით სარგებლობდა 90 000-მდე ადამიანი, რომლებიც ახლა სხვადასხვა დაწესებულებაში გადანაწილდებიან. „სულ ჯამში სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას აღარ გააგრძელებს 56 სამედიცინო დაწესებულება. ეს დაწესებულებები ემსახურებოდნენ მოსახლეობის მცირე რაოდენობას, 200, 300 ადამიანს, იყვნენ გაფანტულები. ჯამურად 56 დაწესებულებასთან მიმაგრებული იყო დაახლოებით 90 000 ადამიანი. ესენი პირველ ეტაპზე გადამაგრდებიან სხვა მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებთან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)