|
2020-04-27 14:05:31, 1430 ნახვა
კომენტარი
ჩიქოვანი - დარგობრივი სამინისტროები გამართავენ პრეზენტაციებს, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ბიზნესებმა შეღავათებით
საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ ეკონომიკურ და სოციალურ ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, დარგობრივი სამინისტროები შესაბამის დეტალურ განმარტებებს გააკეთებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „სოციალური ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარადგინა, არის საკმაოდ ფართო და თითოეულ მიმართულებასა და სეგმენტზე დარგობრივი სამინისტროები წარმოადგენენ ამ კვირის განმავლობაში პრეზენტაციებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული ანტიკრიზისულ გეგმაში წარმოდგენილი ყველა ინიციატივა, მათ შორის, თუ როგორ და ვის უნდა მიმართონ ჩვენმა მოქალაქეებმა გათვალისწინებული დახმარებების მისაღებად, ეკონომიკური და სოციალური გეგმის ფარგლებში, ასევე იქნება განმარტებები თუ როგორ უნდა ისარგებლონ საქართველოში მოქმედმა ეკონომიკურმა აქტორებმა, ბიზნესებმა იმ შეღავათებით და შესაძლებლობებით, რომელსაც ეს გეგმა იძლევა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)