|
2020-04-22 21:09:12, 2096 ნახვა
რეგიონი
ქედაში მცხოვრებ მარტოხელა ხანდაზმულებს სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ
არასამთავრობო ორგანიზაცია დახმარების ეროვნულმა ფონდმა, მაკლეინის ასოციაცია საქართველოში მხარდაჭერით, ქედაში მცხოვრებ 60-70 წლამდე ასაკის 22 მარტოხელა ხანდაზმულს სააღდგომო საჩუქრები გადასცა. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სასაჩუქარე ფუთებში გათვალისწინებული იყო ასევე, ჰიგიენური საშუალებები. საჩუქრები ,,შინ მოვლის პროგრამის" ბენეფიციარებს და აქციით მოსარგებლეებს, დღეს მოხალისეებთან ერთად, მერმა ლევან გორგილაძემ და მერის პირველმა მოადგილე როლანდ ბერიძემ გადასცეს. ,,აღდგომის დღესასწაული მივულოცეთ ჩვენს ბენეფიციარებს და მათ საჭიროებებს ადგილზე გავეცანით. მადლობა დახმარების ეროვნულ ფონდს, რომელთან ერთადაც უმნიშვნელოვანეს პროგრამას,,შინ მოვლას" ვახორციელებთ ქედაში და სწორედ მათი მხარდაჭერით შევძელით კიდევ ერთხელ გაგვეხარებინა ჩვენი თანამოქალაქეები დღეს", - აღნიშნა ლევან გორგილაძემ. #დარჩისახლში #ძალაერთობაშია #ჩვენერთადვებრძვითCOVID_19_ს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)