17:20 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-14 13:36:45, 586 ნახვა

საზოგადოება
სემეკის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

სემეკის სხდომა სადაც, თელასის ტარიფთან დაკავშირებით წინასწარი საჯარო განხილვა იმართება, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

როგორც სხდომაზე „ქართული დასის“ წარმომადგენელმა ჯონდი ბარათურიამ განაცხადა, სემეკს  თელასის ტარიფზე მსჯელობისას არ გაუთვალისწინებია ის 800 მილიონი ლარი, რომელიც კომპანიამ პრივატიზების  შემდეგ მოსახლეობისგან ამოღებული ფულის სახით მიიღო.

ჯონდი ბაღათურიამ სემეკის წარმომადგენლები თელასის მხარდაჭერაში დაადანაშუალა.

მისი თქმით,  თბილისში  800 მილიონი ლარის საშუალებით შესაძლებელი იყო  ტარიფი არ გაზრდილიყო.

ბაღათურიას სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განუცხადა, რომ  სემეკი ტარიფის გაანგარიშებისას არა აქციებს, არამედ აქტივების კომპონენტს ითვალისწინებს.

მილორავას თქმით, შესაბამისი 800 მილიონი ლარი გათვალისწინებული ვერ იქნებოდა.

შეგახსენებთ, სემეკის დღევანდელ სხდომაზე თელასის კაპიტალური დანახარჯების განხილვა მიმდინარეობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics