|
2020-04-21 18:56:41, 1570 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი - პარლამენტი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარს დაუჭერს- ეს განპირობებულია სპეციალისტების რეკომენდაციებით
„კვირის ბოლოს მთავრობა წარმოადგენს ეტაპობრივ გეგმას შეზღუდვების მოხსნისთვის - რასაკვირველია, ამ თემაზე მსჯელობა აუცილებელი იქნება, მაგრამ თემების ამოჩემება, რომ თითქოსდა ოპოზიციას აუცილებლად რაღაც საწინააღმდეგო პოზიციები ჰქონდეს არის ერთადერთი შეფასების ღირსი - ეს არის სპეკულაციები",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას პარლამენტი მხარს დაუჭერს. „მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რასაც პარლამენტი მხარს დაუჭერს, განპირობებულია იმ რეკომენდაციებით, რაც აქვს ექსპერტებს და სპეციალისტებს. დღემდე მოვედით მეტნაკლებად კარგი შედეგებით. ამას აღნიშნავს მთელი მსოფლიო და რატომღაც, შიგნით, შიდა ვითარებაში, ურთიერთობებში, რაღაც პოლიტიკურ თემებში გადაიჭრა ამ საკითხით სპეკულაცია. რეალობაა ის, რომ ქვეყანას ემუქრება საფრთხე. რეალობაა, რომ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად არის ზომები მისაღები, მათ შორის, ისეთი, რომელიც საკმაოდ სერიოზულ დისკომფორტს ქმნის. რაც უფრო კარგად შევასრულებთ ამ რეკომენდაციებს, მით უფრო მალე მოვხსნით იმ შეზღუდვებს, რაც, სამწუხაროდ, ჩვენ გაგვაჩნია დღეს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. გია ვოლსკი ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა. „ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ დაკარგა, რეალურად, ასპარეზი, სადაც ისინი არგუმენტირებულად თავისი მომხრეების გასაგონად მაინც გამოდიოდნენ სხვადასხვა საკითხებზე. ეს არგუმენტები აღარ აქვთ, არც თავისი საკუთარი მომხრეებისთვის გასაცნობად. ამიტომ, ცდილობენ, შექმნან ისეთი ვითარება, სადაც ეჭვებს ექნება გაცილებით მეტი ასპარეზი, ვიდრე რაციონალურ გადაწყვეტილებებს. გვეუბნებიან, რომ კვირის ბოლოს მთავრობა წარმოადგენს ეტაპობრივ გეგმას შეზღუდვების მოხსნისთვის. რასაკვირველია, ამ თემაზე მსჯელობა აუცილებელი იქნება, მაგრამ თემების ამოჩემება, რომ თითქოსდა ოპოზიციას აუცილებლად რაღაც საწინააღმდეგო პოზიციები ჰქონდეს არის ერთადერთი შეფასების ღირსი - ეს არის სპეკულაციები",- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ,
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)