|
2020-04-21 12:28:15, 1330 ნახვა
კომენტარი
ბოკერია - „ევროპული საქართველო“ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, ეკონომიკური გეგმის გარეშე, მხარს არ დაუჭერს
„ეკონომიკური გეგმის გარეშე, რაც გულისხმობს გადასახადების არსებით დაწევას, საპენსიო გადასახადების შეჩერებას და ამ ფულის ადამიანებისთვის დაბრუნებას და კონკრეტულად გაწერილი ნაბიჯების გარეშე, რაც გამოიყვანს ქვეყანას ამ უმძიმესი მდგომარეობიდან ნელ-ნელა, ვერ დავუჭერთ მხარს ასეთ რეჟიმს“, ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ მხოლოდ გონივრულ შეზღუდვებს დაუჭერს მხარს. „ევროპული საქართველო“ მხარს დაუჭერს ყველა გონივრულ შეზღუდვას, რაც სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავადაა საჭირო, მაგრამ ამ აბსურდული შეზღუდვებით, რისი მაგალითიცაა ცოლ-ქმრის დაჯარიმება ერთმანეთის გვერდით ჯდომისთვის, ზოგადად ამ ტიპის შეზღუდვები, მანქანით გადაადგილება და ბევრი სხვა რამე, ისევე, როგორც მკაფიო კრიტერიუმების გარეშე, სადაც შეუძლებელი იქნება ერთ სფეროში ერთი სუბიექტი დახურონ, მაგალითად „სუფთა სახლი“ და სხვებმა რატომღაც იმუშავონ - ამ აბსურდის გაუქმების გარეშე და ასევე, ეკონომიკური გეგმის გარეშე, რაც გულისხმობს გადასახადების არსებით დაწევას, საპენსიო გადასახადების შეჩერებას და ამ ფულის ადამიანებისთვის დაბრუნებას და კონკრეტულად გაწერილი ნაბიჯების გარეშე, რაც გამოიყვანს ქვეყანას ამ უმძიმესი მდგომარეობიდან ნელ-ნელა, ვერ დავუჭერთ მხარს ასეთ რეჟიმს იმიტომ, რომ ეს არის საზიანო ქვეყნისთვის“, - განაცხადა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდი დღეს იწურება. პარლამენტი საგანგებო სესიის ფარგლებში 22 და 23 აპრილს შეიკრიბება და იმსჯელებს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)