21:15 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-21 10:02:34, 3428 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს ნავთობის ფასი, პირველად ისტორიაში, ნეგატიური ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ს ნავთობის ფასი, პირველად ისტორიაში, ნეგატიური ნიშნულამდე დაეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მისივე ცნობით, აღნიშნული მოვლენა, კორონავურუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება, რამაც ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად შეამცირა. ამან კი რეზერვუარების გადავსება გამოიწვია.

შედეგად, გადავსებული რეზევუარების გათავისუფლების მიზნით, ნავთობკომპანიები თავად გადაუხდიან მყიდველს თანხას.

ამერიკული West Texas Intermediate- ის მარკის ნავთობის ფასი, უარყოფით ნიშნულამდე დაეცა და მან ბარელზე მინუს 37,63 აშშ დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ამ თვის დასაწყისში, ოპეკის წევრები და მისმა მოკავშირეები საბოლოოდ შეთანხმდნენ რეკორდულ გარიგებაზე, რომლის მიხედვითაც ნავთობის გლობალური წარმოება დაახლოებით 10% -ით უნდა შემცირებულიყო. მაგრამ ბევრი ანალიტიკოსი ამბობს, რომ შემცირებები არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ბაზარზე სიტუაცია დასტაბილურებულიყო.

„დიდი დრო არ დასჭრდება იმის აღიარებას, რომ Opec +– ის გარიგება, დღევანდელი ფორმით, არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ დაბალანსდეს ნავთობის ფასი“, - განაცხადა BBC-სთან სტივენ ინესმა, Axicorp– ის გლობალური ბაზრის ანლიტიკოსმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics