21:14 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-18 09:30:00, 2494 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლებელია აშშ-ში სკოლები უფრო ადრე გაიხსნას

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში სკოლებს შეუძლიათ გახსნა უფრო ადრე, ვიდრე გვიან.

„მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სკოლები უფრო ადრე გაიხსნება, ვიდრე გვიან. მე მესმის და მე ვლაპარაკობ კიდეც, ზოგიერთ გუბერნატორი უკვე საუბრობს სკოლების გახსნის შესახებ“, - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ჩამოაყალია რამდენიმე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები თანდათან უნდა მოიხსნას.

მისი გადაწყვეტილებით იმ შტატებს, სადაც 14 დღის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების შემცირება დაფიქსირდება, შესაძლებლობა აქვთ პირველ პუნქტზე გადავიდენენ.

პირველ პუნქტზე შესაძლებელია ადამიანების სამსახურებში დაბრუნება და საჯარო სივრცეების გახსნა. უკვე მეორე ეტაპზე თუ საგანგაშო მდგომარეობა არ დაფიქსირდება, შტატს სკოლების გახსნის შესაძლებლობა აქვს.

დაბოლოს, თუ პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა, მესამე ფაზაში თითქმის ყველა აქტივობა ნორმალურ რეჟიმში ბრუნდება - თუმცა დაუცველ პირებს რეკომენდაცია ეძლევათ, რომ გარკვეული დისტანცია დაიცვან.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics