17:20 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-13 11:34:47, 577 ნახვა

საზოგადოება
ჯავახეთში თევზის უიშვიათესი სახეობა „ტბის კალმახი“ აღმოაჩინეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა, ჯავახეთის რეგიონში იქთიოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ექსპედიციის შედეგად, თევზის უიშვიათესი სახეობა „ტბის კალმახი“ აღმოაჩინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თევზის სახეობის მოპოვების შესახებ ინფორმაცია საქართველოში ბოლო 20-25 წლის მანძილზე არ დაფიქსირებულა, შესაბამისად აღნიშნული თევზის სახეობა საქართველოში გადაშენებულად მიიჩნეოდა.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მოპოვებული თევზის სახეობა მიეკუთვნება ტბის კალმახის კლასიკურ ფორმას (SALMO LACUSTRIS VAR ROMANOVI). გარემოს ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა კანონმდებლობის შესაბამისად მოპოვებული თევზი ცოცხალ მდგომარეობაში კვლავ გარემოში დააბრუნეს. სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახური უიშვიათესი ჯიშების აღმოსაჩენად ექსპედიციას მთელი საქართველოს მასშტაბით გააგრძელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics