|
2020-04-15 10:48:24, 7172 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსზე ჩატარებული პირველადი ტესტირებით 5 პაციენტზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ
კორონავირუსზე ჩატარებული პირველადი ტესტირებით 5 პაციენტზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორნავირუსზე მკურნალობას 39 პაციენტი გადის. „დღეს დილამდე დაემატა 10 დადასტურებული შემთხვევა და გვაქვს 306 დადასტურებული შემთხვევა. ამ 10 ახალი შემთხვევის ეპიდემიოლოგიური კვლევა წარმოებს და წყაროების გარკვევა. ამ 10 შემთხვევიდან ჩვენთან 2 ახალი პაციენტია მოთავსებული, დანარჩენი კი სხვა კლინიკებში არიან. ოფიციალურად გვყავს 69 გამოჯანმრთელებული. კოვიდის დაწესებულებებში კი 237 პაციენტი მკურნალობს. ჩვენს ცენტრში 306 პაციენტიდან 86 პაციენტი გავატარეთ. ამ ეტაპზე კი ჩვენთან 39 პაციენტი მკურნალობს, ხოლო გამოჯანმრთელებული 46 არის. გუშინ ჩატარდა კვლევა და პირველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ დაახლოებით 5 პაციენტზე და გაგრძელდება ამათი კვლევა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)