|
2020-04-09 19:26:27, 1289 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - ეს სოლიდარობა, რომელიც დღეს გამოვიჩინეთ, არის ის, რაც ხვალ გადაგვარჩენს
„ეს სოლიდარობა, რომელიც დღეს გამოვიჩინეთ, არის ის, რაც ხვალ გადაგვარჩენს“, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსთან ბრძოლაში გამოჩენილ სოლიდარობას. მისი თქმით, კიდევ დაგვჭირდება სოლიდარობა, რადგან ამ დიდ კრიზისს, დიდი ეკონომიური და სოციალური სირთულეები მოჰყვება. „მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადავუხადო - ექიმებს, მედპერსონალს, იმ ადამიანებს, რომლებიც საზღვარზე დგანან, ჯარისკაცებს. ძალიან განსაკუთრებული მადლობა ჩვენ დიპლომატიურ უწყებას, რომელიც წინა ფრონტზე იბრძვის იმ ქვეყნებში, სადაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა და ეხმარება ჩვენს ემიგრანტებს. მინდა რომ ყველამ მიიღოს ეს მადლობა, რადგან ის ყველას ეკუთვნის. ჩვენი მთავარი იარაღი ამ ბრძოლაში სოლიდარობაა, რომელიც უკვე გამოვიჩინეთ. სოლიდარობა გამოიჩინა საზოგადოებამ, თითოეულმა ადამიანმა, კერძო სექტორმა. სოლიდარობა გამოვიჩინეთ, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ჩვენს მოქალაქეებზე ვრცელდება ყველა ის საშუალება, რაც გვაქვს. ჩვენ სოლიდარობა გამოვიჩინეთ ჩვენი ემიგრანტების მიმართ, როცა მათ ვაბრუნებთ ყველ იმ შესაძლებლობებით, რაც გვაქვს. ეს ის საიდუმლო იარაღია, რომელიც საქართველოს გააჩნია. ჭირში სოლიდარობა ყოველთვის იყო ჩვენი კულტურისა და ჩვენი ღირებულებების ერთ-ერთი მაჩვენებელი და დამახასიათებელი. ეს სოლიდარობა, რომელიც დღეს გამოვიჩინეთ, არის ის, რაც ხვალ გადაგვარჩენს. ჩვენ კიდევ დაგვჭირდება სოლიდარობა, რადგან ამ დიდ კრიზისს მოჰყვება კიდევ დიდი ეკონომიური და სოციალური სირთულეები, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და მზად უნდა ვიყოთ, რომ ერთიანად დავხვდეთ ამ შემდეგ ეტაპსაც“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)