|
2020-04-03 17:06:01, 1872 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - სახალხო დამცველის ანგარიშით ფაქტობრივად დადასტურდა ის, რაზეც ჩვენ 9 თვეზე მეტია ვსაუბრობთ
„სახალხო დამცველის ანგარიშით ფაქტობრივად დადასტურდა ის, რასაც ჩვენ 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით - ის, რომ უკანონო ბრძანება გასროლაზე არავის გაუცია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ომბუდსმენის ანგარიში ადასტურებს, რომ უკანონო დავალება არავის გაუცია. „აქვე, აბსოლუტურად არარელევანტურია მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს იქ მონტაჟის კვალი არსებობს ან რაციების ჩანაწერიდან ვიღაცამ რაღაც ამოჭრა, რადგან ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მონტაჟის კვალი აქ არ არსებობს. შესაბამისად, დასტურდება ისიც, რომ უკანონო დავალება არავის არ გაუცია - პოლიციელები მოქმედებდნენ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტზე იყო მიტანილი შტურმი და რამდენიმე საათის განმავლობაში, ყველანი ვხედავდით, რომ პოლიციელებს აყენებდნენ მძიმე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. რეაქცია ამაზე, შემთხვევებში, არის გამოსაძიებელი, მაგრამ რაც მთავარია, დადასტურდა ის, რაც ჩვენ არაერთხელ ვთქვით - ბრძანება გაცემული არ ყოფილა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს 20-21 ივნისის ღამეს რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული პირდაპირი ბრძანება, არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)