|
2020-04-01 18:27:48, 1731 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის გამშვებ პუნქტზე თავდაცვის ძალები სამართალდამცავებთან ერთად კოორდინირებულად მოქმედებს
მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ზუგდიდში შესასვლელ ძირითად საკონტროლო გამშვებ პუნქტთან, თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად კოორდინირებულად მოქმედებს. II ქვეითი ბრიგადის სამხედროები სამართალდამცავებთან ერთად ზუგდიდის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან, მითითებულ ადგილებზე ყველა სატრანსპორტო საშუალებას აჩერებენდა შესაბამის ღონისძიებებს ერთობლივად ახორციელებენ. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მხარდაჭერის მიზნით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ზუგდიდის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მოსახლეობის გამოკითხვას აწარმოებენ, ქალაქში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა პირს პირველად თერმოსკრინინგს უტარებენ და სიმფტომებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციას დასავლეთ სარდლობის მართვის ცენტრსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს აწვდიან. სწრაფი რეაგირების რქბ ჯგუფის მიერ კი, საგუშაგოზე რეგულარულად მიმდინარეობს ყველა სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)